ოქროს უკანონოდ გადატანა

2017-07-17 11:55:21

საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე,  აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირი, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, საბაჟო - გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიიდან საბაჟო წესის დარღვევით, დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობების გადატანას ცდილობდა.  ავტომანქანაში მოწყობილი  სამალავებიდან, ამოღებულ იქნა ჯამში 2,5 კგ ოქროს ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულება  148 000 ლარს შეადგენს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით  თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე ითვალისწინებს. ნახეთ ვიდეო.