თურქეთში დაშავებული ბავშვები საქართველოში დაბრუნდნენ (ვიდეო)

2017-07-17 11:29:45

საბავშვო სტუდია "ლამპრების" მოცეკვავეები საქართველოში დაბრუნდნენ. მათ სარფის სასაზღვრო პუნქტი მშობლებთან, ანსამბლის ხელმძღვანელებთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად გვიან ღამით გადმოკვეთეს. 

თურქეთის საავადმყოფოებში დარჩა 4 ადამიანი, ისინი მკურნალობას გირესუნის, გორელეს და ტრაპიზონის საავადმყოფოებში გადიან. ნახეთ ვიდეო.



ავტოსაგზაო შემთხევა გუშინ, 16 ივლისს, ტრაპიზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. გასტროლებზე ბულგარეთში მიმავალი ავტობუსი, რომელშიც 38 ადამიანი იმყოფებოდა, გზიდან გადავიდა და ამობრუნდა.