დაშავებულები საავადმყოფოებში რჩებიან

2017-07-16 18:36:47

ტრაბზონთან მომხდარი ავარიისას დაშავებული საქართველოს მოქალაქეების მკურნალობის პროცესს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ოფისი კურირებს. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოსა და თურქეთის უწყებებს შორის პირდაპირი კომუნიკაცია შედგა. ავარიის შედეგად ერთ-ერთ დაშავებულს, რომელიც ბავშვის მშობელია, ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა, ხოლო მძღოლი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში, ტრაპზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. ავტოავარიის შედეგად 38 ადამიანი - ”ერისიონის“ საბავშვო სტუდია ”ლამპრების” წევრები და თანმხლები პირები დაშავდნენ. ცეკვის ანსამბლი გასტროლებზე ბულგარეთში მიდიოდა.