თურქეთში ქართული ანსამბლი ავარიაში მოყვა (ფოტოები)

2017-07-16 12:33:59

ავტობუსი, რომელსაც ქართული ცეკვის ანსამბლ „ლამპარის“ წევრები თურქეთის გავლით ბულგარეთში გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა. შემთხვევა ტრაბზონში, დაახლოებით 05:00 საათზე მოხდა. საქართველოს საკონსულოს განცხადებით, რომელიც ინფორმაციას ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს, ავტოსაგზაო შემთხვევა, სავარაუდოდ, საბურავის გახეთქვამ გამოიწვია, რის შედეგადაც მძღოლმა მართვისას საჭე ვერ დაიმორჩილა, გზუს სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 38 ადამიანი, უმეტესად ბავშვები. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სამაშველო ეკიპაჟები. დაშავებულები ტრაბზონის კლინიკებში გადაანაწილეს. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.