ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობანზე (ვიდეო)

2017-07-15 18:21:13

რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე, თბილისის მონაკვეთზე, დაახლოებით 17:20 საათზე ავარია მოხდა. ერთმანეთს "ფოლცვაგენისა" და ოპელის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ, რის შემდეგაც "ფოლცვაგენის" მარკის ავტომობილი ამოტრიალდა და ჯებირს დაეჯახა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული. შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ნახეთ ვიდეო.