სუიციდის მცდელობა

2017-07-15 16:46:46

სუიციდის მცდელობა რუსთავში. 66 წლის ქალბატონმა მარცხენა ხელზე ვენის არეში ბასრი საგნით თვითდაზიანება მიიყენა, რის შემდეგაც სისხლდენა დაეწყო.

შემთხვევა მშენებელთა ქუჩაზე მოხდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული. ქალბატონის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაყვანა დროულად მოხერხდა. დაშავებულს ადგილზე ჭრილობა დაუმუშავეს და გაუკერეს. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ამ დროისთვის შესაბამისი სამედიცინო პროცედურები მიმდინარეობს.