ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე

2017-07-15 15:13:17

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე, ქვემო ფონიჭალის მონაკვეთზე მოხდა. ერთმანეთს "ფოლცვაგენის" და "ჰონდას" მარკის ავტომობილები დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ავარიის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება შეზღუდული იყო, ამ მომენტისთვის მაგისტრალზე საავტომობილო საცობი აღარ არის.