როგორი ფასებია ბათუმში

2017-07-15 13:04:39

ზაფხულის დადგომასთან ერთად ზღავაზე დამსვენებელთა რაოდენობაც მატულობს, შესაბამისად, დამსვენებლებს გარკვეული ხარჯების გათვალისწინებაც უწევთ.

გთავაზობთ, ბათუმში გასართობი საშუალებების ღირებულებას:

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერვისი ზღვაში გასეირნებაა. ბათუმის პორტში გემით გასეირნება ერთი ადამიანისთვის 10 ლარი ღირს (30 წუთი). კატერით გასეირნება - 50 ლარი ჯდება. ხოლო იახტით  ზღვაში ნახევარი საათის განმავლობაში გასეირნება დამსვენებლებს 250 ლარი დაუჯდებათ [იახტაზე მაქსიმუმ 22 ადამიანი შეიძლება განთავსდეს].

რაც შეეხება, პარაშუტით ზღვაზე დაშვებას – ამ სერვისის ღირებულება 70 ლარია, დელტაპლანით ფრენა კი 100 ლარი ღირს [30 წუთი].

სანაპიროს ზოლზე შეზლონგის ქირაობა 3 ლარად არის შესაძლებელი.

ველოსიპედების ქირაობა ნახევარი საათით კი ასევე 3 ლარი ღირს,  ელექტრომოპედით გასეირნება – 40 ლარი (2 ადამიანისთვის), ხოლო ოთხკაციანი ველოსიპედით – 25 ლარი.

წყარო: Batumelebi.netgazeti.ge