ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

2017-07-14 19:58:25

2 ადამინი დაიღუპა და ერთი დაშავდა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის გზაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად. „მიცუბიშის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

გამოძიება 276 მუხლის 7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის გამო, 2 ან 2-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალებას გულისხმობს.