ახალშობილი გარდაცვლილი იპოვეს

2017-07-14 19:03:02

დედოფლისწყაროში, სოფელ გამარჯვებასთან, ფერმაში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, უცნობია ბავშვი გარდაცვლილი დაიბადა თუ დაბადების შემდეგ გარდაიცვალა.

საქმე საქართველოს სსკ-ის 112-ე მუხლით აღიძრა, რაც  დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას მშობიარობისას ან უმალვე მშობიარობის შემდეგ გულისხმობს. დანაშაული თავისუფლების 3-დან 5 წლამდე აღკვეთით ისჯება. საქმეში ეჭვმიტანილი ჩვილის დედაა, რომელიც პოლიციის განყოფილებაში იკითხება.