ინფრასტრუქტურული სამუშაოები რუსთავში

2017-07-14 16:12:40

შიდა ეზოების მოწყობა გრძელდება. სამუშაოები ამ დროისთვის რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში ეზოები კეთილმოეწყობა დავით გარეჯის, მაიკოვსკის, 9 მაისის, კონსტიტუციისა და ასლანიკაშვილის ქუჩებზე. სამუშაოების ფარგლებში სულ 68 ეზოს კეთილმოწყობა იგეგმება. ეზოებში დაიგება ასფალტი და მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა. პროექტის ღირებულება 1 800 000 ლარია. სამუშაოების დასრულება ოქტომბრის ბოლოს იგეგმება.