პირი რომელმაც ავარია მოახდინა დადგენილია

2017-07-14 12:50:15

28 ივნისს ლეონიძის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე პირი, რომელიც „მერსედესის“ მარკის ავტომობილს მართავდა, დადგენილია. მსუბუქი ვტომობილი 13 წლის მოზარდსა და მის დედას, 53 წლის ქალს დაეჯახა. გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მშობელი გარდაიცვლა.

შსს-ში აცხადებენ რომ ამ დროისთვსი საქმესთან დაკავშირებით ექსპერტიზები მიმდინარეობს. „პირი რომელიც ავტომობილს მართავდა დადგენილია. ჩანიშნულია ექსპერტიზები, პასუხების შემდეგ მოხდება შესაბამისი რეაგირება. გამოძიება 276 მუხლის 5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის გარდაცვალება გულისხმობს"