ანსამბლ "სალხინოს" წარმატება

2017-07-13 19:05:00

თურქეთში, ქალაქ ბურსაში 7 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით ფოლკლორისა და ეროვნული ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი "ოქროს თვალი" მიმდინარეობდა. კონკურსში, რომელიც გუშინ დასრულდა, რუსთავის ანსამბლმა „სალხინომ“ მესამე ადგილი დაიკავა. ანსამბლს რომელსაც შალვა და გიორგი პაპიაშვილები ხელმძღვანელობენ 2000 ევროს ოდენობის ფულადი პრიზი, სიგელები და ფესტივალის სიმბოლიკიანი ქანდაკება გადაეცა. კონკურსში სულ 23 სახელმწიფო მონაწილეობდა. ფესტივალის გამარჯვებული ყაზახეთი გახდა, რომელსაც 5000 ევრო გადაეცა, ხოლო მეორე ადგილი მოლდოვას ერგო, მას 3000 ევროს ოდენობის ფულადი პრიზი ხვდა წილად.