სკოლებს პირველკლასელთათვის კომპიუტერები გადაეცა

2017-07-13 18:53:31

2017-18 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა კომპიუტერები სკოლებს უკვე გადაეცა.

როგორც რუსთავის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი, თამარ ხეჩიკაშვილი, "ინფო რუსთავთან" საუბარში აცხადებს, სამინისტროდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი 2225 კომპიუტერი რესურს-ცენტრში დღეს შეიტანეს. Acer-ის ფირმის ლეპტოპები ქალაქის მასშტაბით ყველა სკოლას დღესვე გადაეცა.

პირველი კლასის მოსწავლეები კომპიუტერებს ახალი სასწავლო წლის დასაწყისში მიიღებენ.