კორპუსებთან ახალი ურნები განთავსდება

2017-07-13 15:01:42

მაღალსართულიან კორპუსებთან, იმ მიკრო-რაიონებში სადაც საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი ბუნკერების გაუქმება მიმდინარეობს ააიპ "დასუფთავება" თუნუქის ახალ ურნებს დგამს. ბუნკერების დალუქვის პროცესს ააიპ "უზრუნველყოფა" ახორციელებს. ნაგვის ურნების განთავსება კორპუსთან ახლოს, სპეციალურად შერჩეულ ადგილზე ხდება. ქალაქის მასშტაბით სულ 100 ახალი ურნა განთავსდება. თითო კორპუსზე საშუალოდ 2 ურნაა გამოყოფილი თუმცა მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია ურნების დამატებაც.