მარნეულში აქცია გაიმართა

2017-07-13 13:49:28

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების თაზაქენდის, აზიზკენტისა და ალგეთის მოსახლეობას 7 თვეა სასმელი წყალი არ მიეწოდება. ადგილობრივები თაზაქენდის ცენტრში შეიკრიბნენ და სასმელი წყლის აღდგენა მოითხოვეს. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ რომ მოსახლეობის წყალმომარაგებას კომპანია "რუსთავის წყალი" ახორციელებს, წყლის მიწოდების შეზღუდვა კი ადგილობრივების დავალიანების გამო მოხდა. არსებული ინფორმაციით 3 სოფლის მოსახლეობას კომპანიის მიმართ 100 000 ლარამდე დავალიანება აქვს. აქციის მონაწილეებს შეხვდა მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან გაჯიევი, მოსახლეობასთან მივიდა პარტია ევროპული საქართველოს წევრი ახმედ იმამკულიევიც. შეხვედრაზე პოლიტიკური ოპენენტების გამოჩენა შელაპარაკებაში და ხმაურში გადაიზარდა.