"ვინ მართავს პუტინს" (ვიდეო)

2017-07-13 12:47:47

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვალამში ვიზიტისას შეხვედრაზე "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილით მივიდა რომელსაც თავად მართავდა. ავტომობილის დაპარკინგების შემდეგ ვლადიმერ პუტინი გადმოვიდა მანქანიდან და კარი გაუღო უკან მჯდომ ქალბატონს, თუმცა კადრში ჩანს რომ ის მანქანიდან არ გადმოვიდა და პრეზიდენტს თითით გაურკვეველი რამ მიუთითა. ვიდეო რუსულ მედიაში გავრცელდა და სხვადასხვა სახის გამოხმაურება მოჰყვა. მოგვიანებით პრეზიდენტის პრესამსახურმა განცხადება გააკეთა სადაც აღნიშნა რომ ავტომობილში პუტინთან ერთად უსაფრთხოების დაცვის სამსახურის თანამშრომელი იმყოფებოდა. ნახეთ ვიდეო.