რამდენი დღე შენარჩუნდება გრილი ამინდები

2017-07-13 11:21:45

13 - 16 ივლისს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში. ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +27°C, +32°C გრადუსია მოსალოდნელი, გრილი ამინდები კიდევ 3 დღე შენარჩუნდება, ხოლო 16 ივლისს +34°C +36°C გრადუსამდე მოიმატებს. რუსთავში 13 ივლისს მაქსიმალური ჰაერის ტემპერატურა +28°C, 14 ივლისს - +29°C, 15 ივლისს - +32°C, ხოლო 16 ივლისს +33°C იქნება. 17 ივლისიდან კი ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ივლისის ბოლომდე +33°C იქნება.