ქუჩაში კედელი ჩამოინგრა და ქალს დაეცა (ვიდეო)

2017-07-12 22:37:44

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე #123, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის შენობის მეორე სართულიდან კედელი ჩამოინგრა. ბეტონის მასალა ტროტუარზე გამვლელ ქალს დაეცა და დაშავდა. არსებული ინფორმაციით ქალი სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ვერაფერს ვერ იხსენებდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. დაშავებული ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, პაციენტი თავისა და გულმკერდის არეში ტკივილებს უჩიოდა. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ნახეთ ვიდეო.