სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქართული სანელებლების კვლევის შედეგები გაასაჯაროვა.
კვლევისთვის ქვეყნის მასშტაბით სარეალიზაციო ობიქტებიდან სხვადასხვა სახეობის სუნელ-სანელებლის 75 ნიმუში აიღეს და ლაბორატორიულ კვლევით ცენტრში გადააგზავნეს. შედეგად დარღვევა 4 შემთხვევაში გამოვლინდა.
კერძოდ, ტყვიის დაშვებულზე მაღალი შემცველობა წითელი წიწაკაში (7,06მგ/კგ), სუნელსა (5,60მგ/კგ) და 2 შემთხვევაში მშრალ აჯიკაში (6,38მგ/კგ და 5,96მგ/კგ) გამოვლინდა.
გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, სააგენტომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარა "პროდუქცია ამოღებულია ბაზრიდან და მისი განადგურება ყველა საჭირო პროცედურის შემდეგ მოხდება და გამოვლენილ დარღვევაზე დეტალური ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას" - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, მოქმედი კანონმდებლობით, ტყვიის შემცველობა 1 კილოგრამ სანელებლებში 5 მილიგრამს არ უნდა აღემატებოდეს.