გრანელის ქუჩის 23 ოჯახი გამრიცხველიანდა (ფოტოები)

2017-07-12 15:45:47

გრანელის ქუჩის #2 ბინის მაცხოვრებლები გამრიცხველიანდნენ. ადგილობრივები წლების განმავლობაში კერძო, კომერციული ობიექტის ელექტრო ენერგიით სარგებლობდნენ. დღეიდან კი კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“-იას მიერ, 23 ოჯახი, სტანდარტულ ელ. ენერგიას მიიღებს. კომპანიამ საკუთარი ხარჯებით უზრუნველყო, ოჯახების გამრიცხველიანებაც.

მოსახლეობას კომპანიასთან, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა მხეიძემ უშუამდგომლა. გრანელის ქუჩის მაცხოვრებლების დახმარება, მხეიძის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. პაატა მხეიძის შუამდგომლობით, მიმდინარე წელს, აღნიშნული მისამართის მაცხოვრებლებს, გაზმომარაგების პრობლემაც მოგვარდათ.