ახლადგანთავსებული ურნა დააზიანეს (ფოტო)

2017-07-12 12:46:53

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში ორიგინალური ურნა განთავსდა. განსხვავებული ურნის განთავსების ინიციატორი და იდეის ავტორი  #24 საჯარო სკოლის 16 წლის მოსწავლე გიორგი გაჩეჩილაძეა.  ურნა იმით გამოირჩევა, რომ ის ორ ნაწილადაა გაყოფილი და მოქალაქეები თავიანთ ფავორიტ საფეხბურთო კლუბს სიგარეტის ნამწვის ჩაგდებით აძლევენ ხმას. მიუხედავად იმისა, რომ ურნა რუსთავის ცენტრალურ პარკში ორი დღის წინ განთავსდა, ის უკვე დააზიანეს, კერძოდ, ჩამოხეულია საფეხბურთო კლუბების ლოგოტიპები.

შეგახსენებთ, ურნის განთავსების იდეის შესახებ "ინფო რუსთავმა" გასულ თვეში გააშუქა. რუსთაველმა მოსწავლემ  პროექტი რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრის დაფინანსებით განახორციელა.