ფალსიფიცირებული ბორჯომი (ვიდეო)

2017-07-12 11:27:59

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მინერალური წყლის „ბორჯომი“ ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა.

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია მინერალური წყლის ჩამოსასხმელი კუსტარული ტექნიკური დანადგარები, „ბორჯომის“ ეტიკეტები, სხვადასხვა ტევადობის ბოთლებიდა სარეალიზაციოდ გამზადებული 520 ბოთლი „ბორჯომი“."- ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 197-1 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ნახეთ ვიდეო.