მამაკაცმა თვითდაზიანება მიიყენა (ვიდეო)

2017-07-11 23:54:51

30 წლამდე მამაკაცმა თვითდაზიანება ბასრი საგნით მიიყენა. თვითმხილველების თქმით მან მუცელი, ყელი და ხელი დაიზიანა. შემთხვევა მესხიშვილის ქუჩაზე მოხდა, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. გავრცელებული ინფორმაციით მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, იყო აგრესიული და ხმამაღლა ყვიროდა, პოლიციის თანამშრომლები მის დაწყნარებას ცდილობდნენ. ექიმების თქმით პაციენტმა საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადა, დაშავებულს ჭრილობები მანქანაში დაუმუშავეს და ადგილზე დატოვეს. ნახეთ ვიდეო.