ავარია მესხიშვილის ქუჩაზე (ვიდეო)

2017-07-11 18:45:50

დაახლოებით 17:30 საათზე მესხიშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. "ჰონდა"-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი 60 წელს გადაცილებულ ქალბატონს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. დაშავებული ქალბატონი კლინიკა რუსთავშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მას შესაბამისი კვლევები უტარდება. ნახეთ ვიდეო.