დარღვევები რუსთავის სავაჭრო ობიექტებში

2017-07-11 12:27:39

რუსთავის სავაჭრო ობიექტებში გასული კვირის განმავლობაში რამდენიმე დარღვევა გამოვლინდა. როგორც ქვემო ქართლის სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსი მირანგულ ლიპარტელიანი "ინფო რუსთავთან" საუბარში აცხადებს, გასულ კვირას 20 ინსპექტირება ჩატარდა, მათგან კი 6 დარღვევა გამოვლინდა. კერძოდ, საუბარია სავაჭრო ობიექტებში ვადაგასული სურსათის არსებობის 2 შემთხვევაზე, ეტიკეტირების წესის დარღვევის 3 და მიკვლევადობის 1 ფაქტზე. ექვსივე ბიზნესოპერატორს შესაბამისი საჯარიმო სანქციები დაეკისრა.

შეგახსენებთ, გასულ თვეში რუსთავში სასურსათო დარღვევების გამო რამდენიმე ობიექტს , მათ შორის საცხობებს, საწარმოო პროცესი შეუჩერდა.