რატომ ფრიალებს სვასტიკიანი დროშა (ფოტოები)

2017-07-11 11:28:13

რუსთავის მერიის წინ, ცენტრალურ მოედანზე ფილმის "ექვთიმე" გადაღებები მიმდინარეობს. ფილმის რეჟისორი ნიკა ხომასურიძე რუთავში ორ ლოკაციაზე აპირებს ეპიზოდების გადაღებას, მერიის წინ გადაიღებენ გერმანელების პარიზში შესვლის სცენას, ხოლო მუნიციპალურ თეატრში დეგოლის და სტალინის შეხვედრის ინსცენირება მოეწყობა. გადაღებებში რუსთაველებიც მონაწილეობენ. აღნიშნული 2 ეპიზოდის გადაღება დღესვე დასრულდება.