რუსთაველი მოდელის წარმატება (ფოტოები)

2017-07-10 23:20:36

25 წლის რუსთაველი მოდელი თათია თექთურმანიძე MİSS KEMER INTERNATIONAL-ში იღებდა მონაწილეობას, კონკურსის ფინალი გუშინ გაიმართა. სილამაზის კონკურსში 17 ქვეყნიდან 40 გოგონა იღებდა მონაწილეობას, პირველი შერჩევის შემდეგ თათია საუკეთესო ოცეულში მოხვდა და ფინალში გადავიდა. საფინალო ღონისძიებაზე კი საუკეთესოდ დასახელებულ 11 გოგონაში მან მეხუთე პოზიცია დაიკავა, ამავდროულად გახდა justin alexander-ის რჩეული და სარეკლამო სახე, მას კომპანიისგან 2000$ ვაუჩერი გადაეცა. თათია ასევე ითანამშრომლებს და მიიღებს justin alexander-ის ფოტო-ვიდეო გადაღებებში მონაწილეობას.

კონკურსის გამარჯვებული ყაზახი მოდელი გახდა და 3000$ დაჯილდოვდა.