მაგისტრალზე მანქანა დაიწვა (ვიდეო)

2017-07-10 18:36:19

რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალზე BMW მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. სახანძრო სამაშველო სამსახური ცეცხლის ჩაქრობას დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ცდილობდა. ავტომობილს უცხო ქვეყნის მოქალაქე მართავდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხადრის გამო აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრაობა შეზღუდული იყო.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟთან ერთად, საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟები იყო მობილიზებული. ნახეთ ვიდეო.