რამდენი აბიტურიენტი არ გამოცხადდა გამოცდაზე

2017-07-10 17:41:11

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს აბიტურიენტებმა გამოცდა უცხო ენაში წერეს. პირველ სესიაზე 455 აბიტურიენტიდან 23 არ გამოცხადდა. მეორე სესიაზე კი 445 აბიტურიენტიდან 7 არ გამოცხადდა. ქვემო ქართლის საგამოცდო ცენტრის კოორდინატორის განცხადებით, გამოცდებმა მშვიდ გარემოში, დარღვევების გარეშე ჩაიარა.