ვირთხები სადარბაზოებში

2017-07-10 15:05:11

რუსთვის მოსახლეობა სადარბაზოებში მღრღნელების მომრავლებას უჩივის, აღნიშნული პრობლემით "ინფო რუსთავს" მეგობრობის ქუჩაზე მცხოვრებმა მიმართა.

როგორც "რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრში" აცხადებენ, მაღალსართულიანი სახლების ბუნკერების ბიოლოგიურად უსაფრთხო სადერატიზაციო საშუალებებით  დამუშავება თვეში ერთხელ ყველა მისამართზე ხორციელდება, მოსახლეობის სურვილით,  სარდაფების დამუშავებაც ხდება. აღნიშნულ სამუშაოებს  ცენტრი სრულიად უფასოდ ახორციელებს.