"ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ" (ვიდეო)

2017-07-09 19:36:11

"ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ, ამ ადამიანებმა მომპარეს 3 ტელეფონი. ჩემმა მეუღლემ ლორამ ეს ყველაფერი რომ დაინახა შიშველი ხელებით გამოეკიდა, თუმცა მათ მიმალვა მოახერხეს" - ასეთ ტექსტს წერს ერთერთი მაღაზიის მეპატრონე იტალიაში და სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეოსთან ერთად საკუთარ ფეისბუქზე აქვეყნებს. დაზარალებულმა ქურდობის შესახებ პოლიციაში განაცხადა, სამართალდამცავების თქმით ამ ორიდან ერთერთი მსგავს შემთხვევებში შემჩნეულია, ის ეროვნებით ქართველია და ამ მომენტისთვის მათი დაკავების ღონისძიებები მიმდინარეობს. ინფორმაციის ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს. ნახეთ ვიდეო.