ავარია მსხვერპლით დასრულდა

2017-07-09 12:45:28

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ კოდაში. გუშინ გვიან ღამით თბილისი-მარნეულის მაგისტრალზე მოძრავი "სუბარუ"-ს მარკის ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, 45 წლის მამაკაცი მიღებული ტრამვების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "ავტომობილი მამაკაცს დაეჯახა რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება 276 მუხლის 5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის გარდაცვალება გულისხმობს".