რუსთავში ურნები მოხატეს

2017-07-08 18:05:13

რუსთავში სანაგვე ურნები მოიხატა. აქტივობა რუსთავის სკაუტური ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. 2 ურნა, სკაუტური ცენტრის წევრმა ლიზი კაპანაძემ მოხატა. სამომავლოდ, გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში, მსგავსი აქტივობების განხორციელება კვლავ იგეგმება.