ბოლნისში ახალი გასართობი მოედანი გაიხსნა (ფოტოები)

2017-07-08 16:36:42

ბოლნისში ახალი გასართობი  მოედანი გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს, გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები, ბოლნისის გამგებელი დავით შერაზადაშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი  გოგი მეშველიანი და ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე დაესწრნენ. ახალი გასართობი ზონა, გერმანიის საელჩოსთან თანამშრომლობის ფარგლებში მოეწყო. ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კიდევ ერთი ახალი გასართობი ზონის მოწყობა იგეგმება, „ებერჰარდ-შიოკის“ ფონდის მონაწილეობითა და ხელშეწყობით. ამჟამად ექვსი უმუშევარი ახალგაზრდა, ხეზე კვეთის გერმანელი ოსტატის, იორგ შულცეს ხელმძღვანელობით აწყობს ქ. ბოლნისში მრავალფუნქციურ ზონას თამაშების, სპორტისა და დასვენებისათვის ხელოვნებისა და გერმანული ხარისხის სტანდარტების შესაბამისად.