გარდაბანში მოსწავლეები მედლებით დააჯილდოვეს

2017-07-08 16:15:27

გარდაბნის მუნიციპალიტეტის №1 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში, გარდაბნის საჯარო სკოლების 2015-2016 წლის კურსდამთავრებულებს, ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ. წარმატებული მოსწავლეები ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილემ ზაურ დარგალმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ვაჟა გენგაშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ირაკლი ჭელიძემ და გარდაბნის რაიონის რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო გვარამაძემ დააჯილდოვეს.

არსებული ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა წინა წლებთან შედარებით შედეგები გააუმჯობესეს. 2015-2016 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებმა ჯამში 29 მედალი მიიღეს, აქედან 12 ოქროს, ხოლო 17 ვერცხლის მედალოსანია.