ბარისახოში ჩარჩენილი რუსთაველები გამოიყვანეს

2017-07-08 14:05:52

რუსთავის #11 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები, მაშველებმა ბარისახოდან  გამოიყვანეს.  დამამთავრებელი კლასის 15 მოსწავლე, 2 პედაგოგთან და 2 მშობელთან ერთად ექსკურსიაზე 5 ივლის წავიდა, უამინდობის გამო კი ისინი ბარისახოში 3 დღის განმავლობაში ჩარჩნენ. „მთაზე მეწყერი ჩამოწვა, ჩაიხერგა გზა, რის გამოც ჩვენმა მოსწავლეება, მასწავლებლებმა და მშობლებმა ადგილიდან გამოსვლა ვეღარ შეძლეს“- განაცხადა რუსთავის #11 სკოლის დირექტორმა.

ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა მოსწავლეები დროებით საოჯახო ტიპის სასტუმროში დააბინავა. დღეს ჩატარებული სამაშველო სამუშაოების შედეგად კი ისინი, შსს-ს ვერტმფრენით, ტეროტორიიდან გამოიყვანეს. ნახეთ ვიდეო.