ავარია მაგისტრალზე

2017-07-08 13:11:06

რუსთავი-წითელი ხიდის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ვაზ 21-06 მარკის ავტომობილის მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად, მცირე დაზიანებები მიიღო 2-მა მგზავრმა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო ეკიპაჟმა რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული