ლუდის დალევა ჯარიმდება

2017-07-08 11:27:54

ლუდის დალევის გამო მეგობრობის ქუჩაზე მოქალაქეები დააჯარიმეს. შემთხვევა ღამის საათებში მოხდა. მამაკაცები ლუდს, ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტროტუარზე მიირთმევდნენ, რის გამოც მათ პატრულმა ადმინისტრაციული ჯარიმა გამოუწერა.

საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღებაზე ჯარიმა 50-დან 150 ლარამდე განისაზღვრება. ერთი წლის განმავლობაში ქმედების განმეორება კი  500 ლარიან ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. პასუხისმგებლობა ალკოჰოლური სასმელების საზოგადოებრივ ადგილებში სმისთვის, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 171-მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით წესდება. ალკოჰოლური სასმელების მიღება შემდეგ საზოგადოებრივ ადგილებში იკრძალება: სტადიონი, სკვერი, პარკი, ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში.