რას პროგნოზირებენ სინოპტიკოსები

2017-07-08 10:47:26

8 - 10 ივლისს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 ივლისს დილიდან შედარებით გამოიდარებს, იწვიმებს მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. 9 ივლისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 10 ივლისს დღისით ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს. რუსთავში 8 ივლისს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება 30°C დღე უნალექოდ ჩაივლის, 9 ივლისი 26°C მოღრუბლულობა, შესაძლებელია ელჭექი, 10 ივლისი 31°C მზიანი ამინდი.