პოლიეთილენის პარკებზე შეზღუდვა დაწესდება

2017-07-07 13:52:22

პოლიეთილენის პარკების რეალიზაციაზე შეზღუდვა დაწესდება. გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა უკვე დაიწყო.

რეგულაციები 2018 წელს ამოქმედდება და პირველ ეტაპზე 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების იმპორტი/წარმოება და რეალიზაცია აიკრძალება, ასევე დადგინდება ტექნიკური მოთხოვნები ბიოდეგრადირებადი პარკის შემადგენლობის მიმართ.
პლასტიკის პარკების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციისას ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა მეწარმე სუბიექტის 500 ლარით დაჯარიმბასა და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციას გამოიწვევს.

აღნიშნული რეგულაციების შემოღების აუცილებლობა განაპირობა ქვეყანაში პლასტიკის პარკების მოხმარების მკვეთრმა ზრდამ განაპირობა.
პლასტიკის პარკი წარმოდგენს ნავთობპროდუქტებისა და ნარჩენი პლასტიკური ნივთიერებების გადამუშავებით მიღებულ პროდუქტს, რომლის სრულ დაშლას 100 წელზე მეტი სჭირდება. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ 2014 წლის მონაცემებით, საქართველოში ერთი მოქალაქე, საშუალოდ, წელიწადში 525 ერთჯერად პლასტიკის პარკს მოიხმარს, ხოლო მაგალითად, ირლანდიაში აღნიშნული საშუალო მაჩვენებელი არის 14 პლასტიკის პარკი, დანიასა და ფინეთში კი მხოლოდ - 4.  ევროპის ბევრ ქვეყანაში დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები პლასტიკის პარკების გამოყენებასთან დაკავშირებით, ზოგიერთ ქვეყანაში სრულიად აკრძალულია პლასტიკის პარკების გამოყენება, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად შემცირდა პლასტიკის პარკების მოხმარება და შედეგად, ნეგატიური ზეწოლა გარემოზე“, - აღნიშნულია გარემოს დაცვის სამინისტრს განცხადებაში.