წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

2017-07-07 12:47:43

უხვმა ნალექმა რუსთავის რამდენიმე ქუჩა დატბორა. წვიმისგან შექმნილი გარკვეული პრობლემების გამო, ზარები დაფიქსირდა მერიის ცხელ ხაზზეც. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამაშველო და მერიის შესაბამისი სამსახურები. ამ დროისთვის ქალაქის ქუჩები, უხვი ნალექის შედეგად დაგროვილი წყლისგან გაწმენილია.