რამდენი დღე გაგრძელდება გრილი ამინდი

2017-07-06 20:23:56

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ 7 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია გრილი და უმეტესად ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ბარში შეიძლება +27°-ის, ხოლო დასავლეთ საქართველოს დაბლობში 29°-ის ფარგლებში აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს 8 ივლისიდან. რუსთავში ხვალ 7 ივლისს იქნება მოღრუბლულობა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +27°, ხოლო 8 ივლისს +30° მიაღწევს.