საბავშვო ევროვიზია 2016-ს გამარჯვებული ქართველი გახდა (ვიდეო).

2016-11-20 21:59:48

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-14 კონკურსის გამარჯვებული საქართველოს წარმომადგენელი 10 წლის მარიამ მამადაშვილი სიმღერით "მზეო" გახდა. გამარჯვებული პროფესიონალმა ჟიურიმ და საბავშვო ჟიურიმ, ხმის მიცემის შედეგად გამოავლინეს. საქართველო საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული 2016 წელს მესამედ გახდა. 2008 წელს პირველი ადგილი ჯგუფ "ბზიკებს" ერგო, ხოლო 2011 წელს ფინალისტი ჯგუფი "ქენდი" გახდა. საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ვალეტა, მალტა მასპინძლობდა. კონკურსი დღეს, 20 ნოემბერს ჩატარდა.