გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია

2017-07-06 18:20:52

მე-11 მიკრორაიონში გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ნათურები მოწმდება და დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში მათი ახლით ჩანაცვლება ხდება.

სამუშაოებს ააიპ "უზრუნველყოფა" ასრულებს. გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია რუსთავის მასშტაბით სხვადასხვა უბანში ეტაპობრივად ხორციელდება.