ავარიას 45 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

2017-07-06 11:56:56

სოფელ წერეთელთან, მარნეული-სადახლოს გზეზე მომხდარ ავარიას 45 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. 4 მამაკაცი გზაზე ცხენის მისაბმელის საშუალებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მათ მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ერთ-ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მძღოლი კი მიიმალა.

შსს-ის განცხადებით მძღოლი ამ დროისთვის დაკავებულია და დაკითხვაზეა გადაყვანილი. გამოძიება  276 მუხლის 5 ნაწილით მიმდინარეობს.