ფოსტის მიმდებარე ტერიტორია დატბორილია

2017-07-05 19:11:47

მეგობრობის გამზირზე ფოსტის მიმდებარე ტერიტორია დატბორილია. მიზეზი დაზიანებული წყლის მილია. „რუსთავის წყალში“ წყლის ნაკადის მომატებას არ ვარაუდობენ. რაც შეეხება პრობლემის აღმოფხვრას. კომპანიის ინფორმაციით სამუშაოები ღამის საათებში განხორციელდება, რათა წყლის მიწოდბის შეწყვეტამ მოსახლეობას პრობლემები არ შეუქმნას.