ჩაირთვება თუ არა კონდიცირების სისტემა მიკროავტობუსებში

2017-07-05 18:51:41

რამდნიმე კვირაა რუსთავი-თბილისი მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების ნაწილი, ქალაქში მოძრაობისას, რეისებს გახსილი კარებით ახორციელებს. მგზავრების თქმით ამის მიზეზი, მძღოლების მხრიდან კონდიცინერის ჩართვაზე უარის თქმაა. „ინფო რუსთავს“ გვერდის მომხმარებლები აღნიშნული პრობლემის გაშუქების თხოვნით არაერთხელ დაუკავშირდნენ. მგზავრების თქმით, მათი მოთხოვნის მიუხედავად მძღოლები კონდიცირების სისტემას არ რთავენ. „ინფო რუსთავი“ სატრანსპორტო კომპანია „ინტერტრანს“ დაუკავშირდა. კომპანიაში განაცხადეს რომ ტრანსპორტის უმრავლესობაში კონდიციონერი ჩართულია, ნაწილში კი სისტემა შეკეთების შემდეგ ამუშავდება.

რუსთავი თბილისის მიმართულებით მოძრავ ყველა მიკროავტობუსში კონდიცირების სისტემა მომავალი კვირიდან ჩაირთვება. კომპანიის კუთვნილი მიკროავტობუსების უმეტესობაში სისტემა უკვე მუშაობს. რაც შეეხება დარჩენილ მიკროავტობუსებს სისტემის ჩასართავად ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც კვირის ბოლომდე დასრულდება. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მიკროავტობუსში კონდიცირება არ იქნება ჩართული მგზავრმა ცხელი ხაზზე უნდა დარეკოს 034129-80-80. არცერთი შეტყობინება რეაგირების გარეშე არ დარჩება“- აცხადებენ „ინტერტრანსში“.

მგზავრთა ნაწილი, კონდიცირების არ არსებობას, რუსთავი- თბილისის მიმართულებით მოძრავ მინივენებშიც აპროტესტებს.