ხობისწყლის ადიდების გამო 2 პირი მდინარედან ვერ გამოდიოდა (ფოტო/ვიდეო)

2017-07-05 15:22:59

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში მდინარე ხობისწყალი ადიდდა. წყლის დონის მატება იმდენად სწრაფად მოხდა რომ ორი ადამიანი, რომელიც მდინარეში არსებულ პატარა კუნძულზე იმყოფებოდა და თევზაობდა, გამოსვლა ვერ მოასწრო. ადგილობრივების მდინარიდან გამოყვანა ვერ ხერხდებოდა, მათ საშველად შსს-ს სამაშველო სამსახურის ვერტფრენი მივიდა და მეთევზეების უვნებლად გადარჩენა მოხერხდა.

სამაშველო ეკიპაჟი: ბესიკ ბაკურიძე, შალვა შალიბაშვილი და დიმიტრი ქააძე, ეკიპაჟის ხელმძღვანელი სასაზღვრო ავიაციის უხუცესი მფრინავი ბესიკ გაბიანი. ნახეთ ვიდეო.