დღეიდან ამინდი გაუარესდება

2017-07-05 12:15:57

დღეიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცივი ჰაერის მასების გავრცელების გამო აგრილდება. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელია ნალექი (უმეტესად დასავლეთ საქართველში), ზოგან ძლიერი, ელჭექი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში კი, ზოგან სეტყვა.

ჰაერის ტემპერატურა მომდევნო დღეებში 26 გრადუსამდე დაეცემა.